
ნორვეგიის $1.3 ტრილიონის ღირებულების აქტივების მართვის ფონდმა მწვანე ენერგიის ინფრასტრუქტურაში პირველი ინვესტიცია განახორციელა.
ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც მას აქტივების კლასში გადასვლის უფლება მისცეს, მსოფლიოს უდიდესი სუვერენული ინვესტიციის მექანიზმი დანიური Orsted-გან 752 მეგავატიანი Borssele 1 & 2 ოფშორული ქარის ელექტროსადგურის 50%-ს შეისყიდის. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გარიგების ღირებულება 1.4 მილიარდი ევროა.
Orsted-ის გარიგება პირველი შემთხვევაა, როცა ფონდი განახლებადი ენერგიის მიმართულებით შესყიდვებისთვის გადადებულ $14 მილიარდს იყენებს.
გარიგება ნიშნავს, რომ ნორვეგიული აქტივების მართვის ფონდი, ნიდერლანდების მილიონამდე ოჯახისთვის ყოველწლიურად საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავებაში პარტნიორი გახდება.
ტრანზაქცია სავარაუდოდ, მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცების შემდეგ, ზაფხულში დასრულდება. Borssele 1 & 2 მსოფლიოში სიდიდით მეორე საოპერაციო ოფშორული ქარის ელექტროსადგურია და 94 Siemens Gamesa-ის 8 მეგავატიანი ტურბინებით მუშაობს.
რაც შეეხება განახლებულ სტრატეგიას, ფონდმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მომავალში აქცენტი გაკეთდება კონკრეტულ, დელეგირებულ, აქტიურ სტრატეგიებზე.
ფონდმა, რომელმაც გასულ წელს $123 მილიარდი გამოიმუშავა, წინა სტრატეგიის განახლების შესაბამისად, საკუთარი კაპიტალი აშშ-ის აქციებში გადაიტანა.
ნორვეგიული აქტივების მართვის ფონდი მიჰყვება ნიშნულს, რომელიც დაახლოებით 70%-ს გამოყოფს აქციებზე, ხოლო დანარჩენს ფიქსირებულ შემოსავალზე. ფონდი ინვესტიციებს უძრავ ქონებაშიც ახორციელებს. ფონდი გლობალური აქციების დაახლოებით 1,5%-ს ფლობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლარს ერიკ ლატარდსენი და ოტ უმელასი