LIVE

რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

06 აპრ 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1108
რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს
Vasily Maximov/AFP/Getty Images

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყება დააანონსა. პარალელურად, დაძაბულობა იზრდება მეზობელ უკრაინასთან და დასავლეთის ქვეყნები საომარი მოქმედებების განახლების საფრთხის გამო, შეშფოთებულები არიან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, აპრილში 4 000-ზე მეტი სამხედრო სწავლება ჩატარდება.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის სურვილი, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას რუსეთისგან თავის დასაცავად და NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ომის დასრულების ერთადერთ გზად ალიანში გაწევრიანება დაასახელა. მოგვიანებით, ნატოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინასთან მჭიდრო პარტნიორობის ერთგულია.

ზელენსკი მსოფლიოს ლიდერებსა და პარტნიორ ქვეყნებს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის ზრდისკენ მოუწოდებს. სწორედ ეს იყო ძირითადი თემა კანადისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან საუბრის დროს. გასულ კვირას, უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს კოლეგებთან შეერთებული შტატებიდან და ბრიტანეთიდან, დონბასის რეგიონში დაძაბულობის შესახებ, ხოლო ზელენსკის შტაბის უფროსი ესაუბრა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰენრი მეიერი, დარინა კრასნოლოცკა და კატერინა ჩურსინა