LIVE

ჩინეთის კოსმოსური ხომალდი მთვარიდან დაბრუნდა

17 დეკ 202013:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
ჩინეთის კოსმოსური ხომალდი მთვარიდან დაბრუნდა

ჩინეთის პირველი კოსმოსური ხომალდი Chang’e-5 დედამიწაზე დაბრუნდა და ქვეყანაში მთვარის პირველი გეოლოგიური ნიმუშები ჩამოიტანა, ნათქვამია Xinhua-ს ანგარიშში. 

კაფსულა პეკინში გაიხსნება და ნიმუშები მკვლევართა გუნდს გადაეცემა. ჩინეთი ზოგიერთ ნიმუშს სხვა ქვეყნების მეცნიერებისთვისაც გახდის ხელმისაწვდომს, აცხადებს CNSA- ს მთვარის კვლევისა და კოსმოსური პროგრამების ცენტრის დირექტორის მოადგილე. 

უპილოტო ხომალდი Chang’e-5 მთვარეზე 24 ნოემბერს გაემგზავრა და მთვარის უდიდესი ზღვის, „ქარიშხლების ოკეანის“ ტერიტორიაზე დაეშვა.  ამ ლოკაციიდან ნიმუშები აქამდე ჯერ არავის შეუსწავლია. ჩინეთი ამერიკისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ მესამე ქვეყანაა, რომელმაც მთვარის გეოლოგიური ნიმუშები ჩამოიტანა დედამიწაზე.

ჩინეთმა სამ საფეხურიანი მთვარის კვლევის პროგრამა 2004 წელს დაიწყო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატრინა ნიკოლასი