Freebusiness.ge პლატფორმაზე გამოქვეყნდა იმ ბიზნესების სია, რომლებსაც "ჯერ არ დაუფიქსირებიათ“ პოზიცია ევროპული მომავლის მხარდასაჭერად და არ შეერთებიან თავისუფალი ბიზნესების პლატფორმას. Freebusiness.ge-ის დამფუძნებლის გიორგი ჩუგოშვილის განმარტებით ასეთი სულ 30 კომპანიაა, რომელთა მიმართ საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიებმა უარი განაცხადეს. სიაში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები:
ევროპროდუქტი • Europroduct კავკასიის უნივერსიტეტი • Caucasus University ზუმერი • Zoomer სითი მოლი • City Mall არდი • Ardi სილქ როუდ ჯგუფი • Silk Road Group რომპეტროლი • Rompetrol გლოვო • Glovo ფარმადეპო • Pharmadepot ბიბლუსი • Biblus ვოლტი • Wolt ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი • BTU ვენდის • Wendy's ანტრე • Entree ლიბერთი ბანკი • Liberty Bank სოკარი • Socar გუდვილი • Goodwill ჯპს • GPC აჭარა ჯგუფი • Adjara Group ორი ნაბიჯი • Ori Nabiji კარფური • Carrefour არქი • Archi "თეგეტა მოტორსი • Tegeta Motors " აგროჰაბი • Agrohub სილქნეტი • Silknet ავერსი • Aversi ნიკორა • Nikora ვისოლი • Wissol თიბისი ბანკი • TBC Bank საქართველოს ბანკი • Bank of Georgia.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილი 30 კომპანიიდან რამდენიმემ მკაფიოდ დააფიქსირა საჯაროდ რომ ევროპული მომავლის მხარდამჭერია. ასე მაგალითად freebusiness.ge-ზე არ ვხვდებით ორ უმსხვილეს კომერციულ ბანკსა - საქართველოს და თიბისის, თუმცა მათ არა ერთხელ გაავრცელეს განცხადებები ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ამასათან, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ აქციაზე დაზარალებულთათვის და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
Freebusiness.ge ეს არის პლატფორმა, სადაც არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესები აფიქსირებენ თავის პოზიციას და უერთდებიან ორ ძირითად მოთხოვნას: ახალი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლებას. ბოლო მონაცემებით ამ სულისკვეთებას 1200-ზე მეტი კომპანია უერთდება, ხოლო 1000-ზე მეტი განაცხადი ამ დრომდე მუშავდება, შესაბამისად სია განახლებადია.