LIVE

ყველაზე სწრაფად ლოჯისტიკის, ტრანსპორტის და დისტრიბუციის ვაკანსიები იზრდება

23 აგვ 202411:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
ყველაზე სწრაფად ლოჯისტიკის, ტრანსპორტის და დისტრიბუციის ვაკანსიები იზრდება

2024 წლის ივლისში jobs.ge-ზე 8,568 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც PMCG-ის დასაქმების თრექერის თანახმად, 9.6%- ით მეტია წინა თვესთან შედარებით და ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთ თვეზე.

საერთო ჯამში, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 46,409 ვაკანსია, რაც წლიურად 8.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

თუმცა, საგულისხმოა, რომ ამ ექვსთვიან პერიოდში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. კერძოდ, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება სამუშაოს კატეგორიებს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 7,669 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც წლიურად 19.3%-იანი ზრდაა. 10,830 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში (+7%), ხოლო 8,292 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში (+5.4%).