LIVE

Robinhood-ი მომხარებლისთვის IPO-მდე ინვესტიციების შეთავაზებას გეგმავს

28 მარ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1128
Robinhood-ი მომხარებლისთვის IPO-მდე ინვესტიციების შეთავაზებას გეგმავს
Bloomberg

Reuters-ის ცნობით, Robinhood-ი მომხმარებლებისთვის ახალ ტექნოლოგიას ქმნის, რომელიც მათ IPO-ში წილის ყიდვას შესთავაზებს, მათ შორის საკუთარ IPO-შიც, რომელსაც კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს.

თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, მომხარებლებისთვის სხვა კომპანიების IPO– ს შესყიდვის შეთავაზებას, სპეციალური ნებართვები სჭირდება, როგორც ამ ბიზნესებისგან, ასევე Wall Street-ის სხვა ფირმებისგან და მარეგულირებლისგან.

Robinhood-ი ინდუსტრიაში ახალბედა საცალო ინვესტორებზე კონცენტრირებით გამოირჩევა. ონლაინ საბროკეროს აპლიკაციაში, ანგარიშის საშუალო ზომა დაახლოებით 5 000 აშშ დოლარია. ასეთი საცალო ტრეიდერები, ჩვეულებრივ,  IPO-მდე ინვესტიციების რაუნდებში არ ერთვებიან და აქციების საჯარო შეთავაზებას ელოდებიან.

Robinhood-ის პოპულარობა გასული წლის განმავლობაში გაიზარდა, რადგან პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნების დროს, ზოგიერთი ახალგაზრდა ვაჭრობით დაინტერესდა. ონლაინ საბროკეროს ასევე დიდი როლი ჰქონდა GameStop-ის ე.წ რევოლუციაში, რადგან Reddit-ის საცალო ტრეიდერები აქციების შესაძენად ხშირად, სწორედ ამ პლატფორმას იყენებდნენ.

მედიის გაზრდილი ყურადღების შემდგომ, ონლაინ საბროკერო პლატფორმის ფუნქციონირებით მარეგულირებლები და კანონმდებლებიც დაინტერესდნენ. 

გაზრდილი ნეგატიური ყურადღების მიუხედავად, კვირის დასაწყისში ფირმამ განაცხადა, რომ  IPO-სთვის განცხადება კონფიდენციალურად შეიტანა. როგორც, კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, Robinhood-ის გეგმებში საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლაც მოიაზრება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენი მასა