LIVE

16 წლის ქეთამ და სანდრომ გარემოს დასაცავად მრავალჯერადი გამოყენების, საზიარო ბიოდეგრადირებადი ჩანთის კონცეფცია შექმნეს

29 თებ 202418:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 909
16 წლის ქეთამ და სანდრომ გარემოს დასაცავად მრავალჯერადი გამოყენების, საზიარო ბიოდეგრადირებადი ჩანთის კონცეფცია შექმნეს
16 წლის ქეთამ და სანდრომ გარემოს დასაცავად მრავალჯერადი გამოყენების, საზიარო ბიოდეგრადირებადი ჩანთა შექმნეს.
 
მათი კონცეფციის მიხედვით ჩანთას ბრენდირება ღილებით დაუმაგრდება და იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი ჩანთას არ გამოიყენებს და უკან დააბრუნებს, სხვა კომპანიას ექნება ახალი ლოგოს მიმაგრების და ჩანთის ხელმეორედ გამოყენების საშუალება.
შედეგად ჩანთა გახდება საზიარო და შემცირდება მისი დამზადების პროცესში გამოყოფილი C2-ის რაოდენობა, რაც დადებითად აისახება კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე .
ჩანთის ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, კი არ მოხდება ტოქსიკურო ნივთიერებების გამოყოფა, რადგან ჩანთა 5 წელიწადში სრულად ბიოდეგრადირდება - გაიხრწნება.
 
ქეთამ და სანდრომ ერთმანეთი Newton Free School • ნიუტონის თავისუფალი სკოლა -ში გაიცნეს, ხოლო ჩანთის პროექტი ბიზნეს სკოლა BigBoss Tbilisi Business School -ში საკონკურსო დავალების ფარგლებში შექმნეს, შედეგად კი გლაზგოში გამართულ კონკურსზე მე-3 ადგილი დაიკავეს.
კომპანიის დაფუძნებიდან 1 კვირაში კი პირველი მსხვილი შეკვეთა 5000- მიიღეს.
 
ვუსურვოთ ჩვენ მომავალ თაობას წარმატებები ქვეყნის სასახელოდ.