LIVE

UNGCNG-ის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით პარლამენტში „მეწარმეთა შესახებ“ კანონის დებულებების განხილვა გაიმართა

05 თებ 202412:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 694
UNGCNG-ის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით პარლამენტში „მეწარმეთა შესახებ“ კანონის დებულებების განხილვა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული დებულებების განხილვა გაიმართა. 

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG), საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები და ინვესტორთა საბჭოს სამდივნო. მხარდამჭერი იყო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა. 

განხილვის ფარგლებში, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიულმა ექსპერტმა, გიორგი ჯუღელმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ მუხლებში დისპოზიციური და იმპერატიული ბუნების შესახებ ისაუბრა. მეორე სესია საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის აპარატის, ინვესტორთა საბჭოს, საჯარო რეესტრის, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.

საგრანტო აქტივობა საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის - „მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“ ხორციელდება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის თვითმყოფი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებსა და რეფორმებზე კერძო სექტორთან ეფექტიან და უწყვეტ დიალოგს. 

(R)