LIVE

ფარავანის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია

03 თებ 202416:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 219
ფარავანის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია

ქარბუქის და ნამქერის გამო, ფარავანის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვებია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"ქარბუქის და ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.