საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.83 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6688 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.40 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9042 ლარი გახდა.