LIVE

საქართველოს ფოსტამ ამანათების ტარიფები გაზარდა

05 იან 202420:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1350
საქართველოს ფოსტამ ამანათების ტარიფები გაზარდა

საქართველოს ფოსტამ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გააძვირა.

განახლებული ტარიფები ფოსტის ვებ-გვერდზე უკვე ასახულია და როგორც ცხელ ხაზზე გვითხრეს, 3 იანვრიდან შევიდა ძალაში.

უფრო დეტალურად, საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანის განახლებული ტარიფი 19 ლარია, რაც აქამდე არსებულს (8.5 ლარი) 124%-ით აღემატება. ასევე გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვის ცენტრიდან გატანის საფასურიც და ახლა 14 ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც საქართველოს ფოსტის ცხელ ხაზზე ამბობენ, გაუქმდა მცირე პაკეტები და შესაბამისად, მინიმალური თანხა რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს 14 ლარია.

გაზრდილია საერთაშორისო ტარიფებიც. მაგალითად, აშშ-ს მიმართულებით 1 კილოგრამი ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარს შეადგენს. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.