LIVE

ინვენტარიზაცია - რას სთავაზობს ინვენტერი ქართულ ბიზნესს

28 დეკ 202315:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 309
ინვენტარიზაცია - რას სთავაზობს ინვენტერი ქართულ ბიზნესს
მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით,  2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან, მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის გრაფები -,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს“ და ,,ძირითადი საშუალებები ნაშთი წლის ბოლოს“ - გადასახადის გადამხდელებისთვის შესავსებად სავალდებულო გახდა, ინვენტარიზაციის ჩატარება ყველა კომპანიისთვის აუცილებელია. 
 
ამ ფონზე, ინვენტარიზაცია ქართული კომპანიებისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მათ ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ეს პროცესი კი არც თუ ისე მარტივად დასაგეგმი და განსახორციელებელია.
 
როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში, ინვენტერის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ გურგენიძემ განაცხადა, კომპანია სწორედ ამ მიმართულებით ხედავს საკუთარ როლს, რამდენადაც კომპანიებს ეხმარება შემდეგი სერვისების მიმართულებით:
 
 
ინვენტერი, ერთ-ერთი წამყვანი და მზარდი კომპანიაა ინვენტარიზაციის სფეროში, რომელიც ქართულ ბიზნესს უკვე 2 წელზე მეტია მომსახურებას უწევს და ამ დროის განმავლობაში 200-ზე მეტი პროექტი განახორციელა წარმატებით. 
 
„საქმიანობის დაწყებისთანავე, გვქონდა მკაფიო მიზანი, კონტრაქტორი კომპანიებისთვის ინვენტარიზაციის პროცესი გაგვეხადა კომფორტული და მოქნილი. ამ მიმართულებით მიდგომებისა და ტექნიკის დანერგვაში გუნდის გამოცდილებამ უდიდესი როლი ითამაშა. მაგალითად, ტექნიკურ ნაწილში, ვმუშაობთ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფით, არ გვაქვს ჩვენი კონკრეტული სოფტი, რაც რიგ შემთხვევებში შექმნიდა კონტრაქტორ კომპანიასთან თავსებადობის პრობლემას. ინვენტარიზაციის, მთლიანად სფეროს და მისი ტექნიკის დახვეწის მიმართულებით, ქართულ ბიზნესში პოზიტიური ძვრებია, თუმცა, ამ მხრივ, ბაზარი ჯერ კიდევ ასათვისებელია. ცნობიერების ნაწილში, ვცდილობთ მოკრძალებული როლი, ჩვენც შევასრულოთ,“ - აცხადებს ნიკოლოზ გურგენიძე.
 
მისი თქმით, კომპანია ამჟამად 20 ადამიანს ასაქმებს სრულ განაკვეთზე და მათ უმეტესობას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ინვენტარიზაციის სფეროში, რაც "ინვენტერს" საშუალებას აძლევს ახალი კადრების მოზიდვისას, დაგროვებული გამოცდილება მარტივად და ეფექტურად გააზიაროს.
 
„საქართველოს მასშტაბით ყოველთვის გვაქვს რესურსი, პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე დიდ პროექტზე ვიმუშაოთ. კონკრეტულად ინვენტარიზაციის სერვისის მიმართულებით სპეციალიზება საშუალებას გვაძლევს, რომ ბიზნესს შევთავაზოთ დროული მომსახურება და კონკურენტული ფასი. განვლილი 2 წლის განმავლობაში, რამდენიმე განსხვავებული ბიზნეს სფეროს მასშტაბური პროექტი, დროის მოკლე მონაკვეთში წარმატებით ჩავხურეთ, რამაც მოგვცა შესაძლებლობა აღგვემაღლებინა გუნდის გამოცდილება და შეგვმატა თავდაჯერება, რომ გამოწვევები არ გვაშინებს და შეგვიძლია ნებისმიერი სირთულის ახალ პროექტს მარტივად შევეჭიდოთ,“ განაცხადა ნიკოლოზ გურგენიძემ და დასძინა, რომ მომავალი წელი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო დატვირთული იქნება. 
 
მისივე თქმით, ნებისმიერი ბიზნესისთვის მთლიანი აქტივის აღრიცხვა, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამომავლო გათვლების გასაკეთებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ფონზე კი, თბილისსა და რეგიონებს შორის მოთხოვნის ნაწილში განსხვავება შეინიშნება. 
 
„თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქის მიღმაც, მოთხოვნა სერვისზე ცალსახად გაზრდილია. ჩვენი დამკვეთები საბანკო სექტორის, ავტო ბიზნესის, ტელეკომუნიკაციების, ელ. კომერციის, საწარმო და სადისტრიბუციო სექტორის, სასაწყობე მეურნეობების მიმართულებებს მოიცავენ, რომელთაც ფილიალები საქართველოს მასშტაბით აქვთ წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტი ცალსახად ხელშემწყობი ფაქტორი იყო ჩვენთვის, რომ რეგიონებში ინვენტერის სერვისების პოპულარიზება მოგვეხდინა,“ განმარტა ნიკოლოზ გურგენიძემ.
 
ინვენტერი სამომავლოდ რეგიონებში კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას გეგმავს, რამდენადაც, კომპანიის შეფასებით, ამ მიმართულებით პოტენციალი დიდია. ამ ეტაპზე კომპანიამ თბილისის გარდა ბათუმსა და კახეთში შეასრულა არაერთი პროექტი, თუმცა სურს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც შესთავაზოს საკუთარი სერვისები ადგილობრივ კომპანიებს.  
 
მართე მარაგები ეფექტურად! – ეს ინვენტერის ის მთავარი გზავნილია, რომელსაც კომპანია ქართულ ბიზნესს უგზავნის.
 
(R)