
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 17%-ით გაიზარდა თბილისის გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13%-იანი და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს, იანვარ-ნოემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 24%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში ზრდის მაჩვენებელი, შესაბამისად 17% და 16% იყო.