LIVE

აშშ-მ პუტინსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარზე უარი თქვა

22 მარ 202115:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 13174
აშშ-მ პუტინსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარზე უარი თქვა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი არ გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

„აშშ-მ ხელიდან გაუშვა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოსავალი მოეძებნა იმ ჩიხიდან, რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ვაშინგტონის გამო შეიქმნა. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პუტინმა ბაიდენს სატელეფონო საუბრის გამართვა მას შემდეგ შესთავაზა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა კოლეგას მკვლელი უწოდა. ამ განცხადების გამო რუსეთში ბაიდენისგან ბოდიშს ითხოვენ, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.