LIVE

საქართველოში Youtube Premium ჩაირთო

06 დეკ 202311:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
საქართველოში Youtube Premium ჩაირთო

საქართველოში Youtube Premium ჩაირთო. სერვისის ღირებულება თვეში 10.29 ლარიდან იწყება. 

ყველაზე იაფი 10.29-ლარიანი პაკეტის გააქტიურება მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ. ინდივიდუალური პაკეტი 17.49 ლარი, საოჯახო პაკეტი კი 33.29 ლარი ღირს. საოჯახო პაკეტის გამოყენება ხუთ ადამიანს შეუძლია.  

YouTube Premium პლატფორმაზე ვიდეოების რეკლამის გარეშე ყურების, ინტერნეტის გარეშე ვიდეოების ჩამოტვირთვის და სხვა აპლიკაციის გამოყენებისას, ფონურ რეჟიმში ვიდეოების გაშვების საშუალებას იძლევა. 

გარდა ამისა, YouTube Premium მოიცავს YouTube Music Premium-ს. YouTube Music-ის მეშვეობით, 100 მილიონზე მეტი სიმღერის მოსმენა რეკლამის გარეშე შეიძლება.