საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6937 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.01 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9178 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 6 დეკემბრის ჩათვლით იქნება.