LIVE

ნადარეიშვილი: ქვეყანაში 113 გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს

05 დეკ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 255
ნადარეიშვილი: ქვეყანაში 113 გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 113 გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს. 

როგორც ნადარეიშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის ფონზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

"ბოლო ორი წელია, რაც აქტიურად ვმუშაობთ ქვეყანაში IT მიმართულების განვითარებისთვის. ამასობაში უკვე 100-ზე მეტი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა შემოსული და ეს რიცხვი მზარდია. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ საქართველოს საგადასახადო სისტემა მათთვის კომფორტული და მიმზიდველია. მოგეხსენებათ, 2020 წელს საერთაშორისო IT კომპანიებისათვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 5%-ით დაიწია. ეს კომპანიები ქმნიან ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, სადაც მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან დასაქმებულნი. აღსანიშნავია იცი, რომ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები ხშირად ატარებენ სხვადასხვა სატრენინგო პროგრამებს, რაც განათლებასაც ხელს უწყობს. ამ კომპანიებს შორისაა, მაგალითად Viber, EPAM, Exadel, Global Technologies და სხვა", - ამბობს ირაკლი ნადარეიშვილი. 

"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვის მიზნით, იგეგმება თუ არა საგადასახადო სისტემის გადახედვა, ნადარეიშვილი განმარტავს, რომ ცვლილებები არაა მოსალოდნელი, თუმცა განიხილება სხვა სახის შეთავაზებების გაკეთება, რათა ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის საქართველო უფრო საინტერესო გახდეს.