LIVE

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2023 წლის სიტყვად Rizz დაასახელა

05 დეკ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 309
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2023 წლის სიტყვად Rizz დაასახელა

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ (OUP) 2023 წლის სიტყვად Rizz დაასახელა.

Rizz ინტერნეტ სლენგია და რომანტიკულ მიმზიდველობას და ხიბლს აღნიშნავს. სიტყვას უმეტესად ახალგაზრდები იყენებენ.  

ვიდეოების პოპულარულ აპლიკაცია TikTok-ზე ჰეშტეგ Rizz-ს მილიარდობით ნახვა აქვს. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, რომელიც ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონს (OED) გამოსცემს, სიტყვას განისაზღვრავს როგორც სტილს, ხიბლს და რომანტიკული პარტნიორის მიზიდვის უნარს. მიიჩნევა, რომ ის სიტყვა "ქარიზმის" შემოკლებული ფორმაა. 

Rizz ასევე მოხვდა Merriam-Webster-ის მიერ 2023 წელს გამორჩეული სიტყვების კატეგორიაში, თუმცა ამ გამომცემლობამ წლის სიტყვად "ავთენტური" დაასახელა

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მოკლე სიაში შემდეგი სიტყვები მოხვდა: Beige flag, Situationship, Parasocial, Swiftie, Prompt, De-influencing, Heat dome.