LIVE

ნიკორა, 2 ნაბიჯი, კარფური - FMCG სექტორის შემოსავალი ₾5.1 მილიარდამდე გაიზარდა

04 დეკ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
ნიკორა, 2 ნაბიჯი, კარფური - FMCG სექტორის შემოსავალი ₾5.1 მილიარდამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) ბაზარზე ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. TBC Capital-ის კვლევის თანახმად, სექტორის შემოსავალი წლიურად 25%-ით, 5.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

სექტორული კვლევა აჩვენებს, რომ სტრუქტურულად მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა და FMCG ბაზრის მთლიანი შემოსავლების ნახევარზე მეტი სამ უმსხვილეს კომპანიაზე (ნიკორა, ორი ნაბიჯი, კარფური) მოდის.

უფრო დეტალურად, 9 თვის მონაცემებით, 5.1 მილიარდი ლარის შემოსავალი კომპანიებს შორის ასე ნაწილდება:

  • ნიკორა - 20.1%;
  • ორი ნაბიჯი - 17.6%;
  • კარფური - 14.6%;
  • სპარი -13.1%;
  • მაგნიტი - 9.7%;
  • დეილი - 4.6%;
  • გუდვილი 4.3%;
  • აგროჰაბი - 4.2%;
  • ზღაპარი - 2.5%;
  • ფრესკო - 2.4%;
  • მადაგონი - 1.8%;
  • გვირილა - 1.7%;
  • ევროპროდუქტი - 1.3%;
  • ექსპრეს ქსელი - 1.3%;
  • სმარტი - 0.9%.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილია კომპანიების წარმომადგენლობა რეგიონებში, რაც შემოსავლების ზრდაშიც აისახა. კერძოდ, თბილისზე 3.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მოდის, რაც წლიურად 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რეგიონების შემთხვევაში კი, ზრდა კიდევ უფრო მეტია და 28%-ს შეადგენს, შემოსავალი - 1.9 მილიარდი ლარია. თბილისის შემთხვევაში მაღაზიების რაოდენობა 20%-ით, 1 405 ერთეულამდეა გაზრდილი, ხოლო რეგიონებში 39%-ით, 1 268-მდე.

აღსანიშნავია, რომ სექტორის მოგების მარჟა წლიურად 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9 თვის მონაცემებით, 16.7%-ია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მიზეზი მზარდი კონკურენციაა, რასაც თან ერთვის ცვლილებები ფასდაკლების მოდელებში.