LIVE

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 127 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა - სააგენტო

04 დეკ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 239
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 127 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა - სააგენტო

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 127 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, მიზანი შემოსავლის წყაროს გაჩენა, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობაა.

საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს. მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე არჩევენ. 

სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.