ფილიპინების სამხრეთ ნაწილში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა გასულ ღამეს, ადგილობრივი დროით 11 საათზე მოხდა.
ძლიერ მიწისძვრას 600-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა, რომლებიც დილამდე გაგრძელდა. ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მიხედვით, ყველაზე ძლიერი განმეორებითი ბიძგი 6.5 მაგნიტუდის იყო.
მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე პროვინციაში ცუნამის განგაში გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამ დილის მონაცემებით, განგაში გაუქმებულია და მოსახლეობა სახლებში დაბრუნდა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრას მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების ცნობით დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გარდა ამისა, დაიბზარა ზოგიერთი რეგიონული აეროპორტის შენობა.