საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.60 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7026 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.62 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9421 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება.