
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.43 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7086 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.86 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9583 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 1 დეკემბრის ჩათვლით იქნება.