საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, წელს მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 621 972 ლარი ჩამოეწერათ.
„მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მომართეთ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს“, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
მარეგულირებლის განმარტებით, მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც: https://bit.ly/3QiBM2O