LIVE

Fortnite-ის მფლობელი ყველაზე ძვირადღირებულებში მოხვედრას უმიზნებს

21 მარ 202111:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 595
Fortnite-ის მფლობელი ყველაზე ძვირადღირებულებში მოხვედრას უმიზნებს
Bloomberg

Sky News–ის ცნობით, Epic Games ინვესტიციების ბოლო რაუნდის შემდეგ, მისი ღირებულება დაახლოებით $28 მილიარდს აღწევს, რაც მას მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ სტარტაპს შორის მოახვედრებს.

პოპულარული თამაშის Fortnite-ის მფლობელი კომპანია, დაფინანსების მორიგ რაუნდს $1 მილიარდიანი შედეგით ასრულებს. შედეგად, Epic Games, CB Insights-ის რეიტინგით, ისეთ სტარტაპებს გაასწრებს ღირებულებაში, როგორიცაა მაგალითად ელექტრო ტრანსპორტზე მომუშავე სტარტაპი Rivian Automotive.

Epic-მა ინვესტიციების მოწზიდვის წინა რაუნდი, რომელშიც მონაწილეობა Sony-მ და Baillie Gifford-მა მიიღეს, $17,3 მილიარდ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციით დახურა. კომპანიამ ცოტა ხნის წინ პროტფელიც გააფართოვა, მას შემდეგ, რაც Fall Guys: Ultimate Knockout-ის მწარმოებელი შეისყიდა, რომელიც პანდემიის ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული თამაში  იყო.

პანდემიის დროს შემოსავლების ზრდა არაერთმა სტარტაპმა დააფიქსირა. Stripe– ის შეფასება, ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, თითქმის გასამმაგდა და $95 მილიარდა მიაღწია, რის შედეგადაც ის აშშ-ს ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი გახადა.

მიმდინარე წლის ბოლოს, შესაძლოა, ელექტრო მობილის სტარტაპის, Rivian-ის შეფასებაც გაიზრადოს, რომელსაც მხარს Amazon და Ford უჭერენ. კომპანია, იანვრის დაფინასების რაუნდის შემდეგ $27.6 მილიარდად ფასობს და აქციების საჯარო განთავსებას სექტემბერში $50 მილიარდიან კაპიტალიზაციაზე გასვლით გეგმავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუქი იენგი