
TikTok-ის მფლობელი ByteDance თამაშების ბიზნესს ამცირებს.
ჩინური კომპანია სათამაშო ბაზარზე 2019 წელს ამბიციური მიზნით შევიდა. მას სურდა, რომ კონკურენცია ინდუსტრიის ლიდერ Tencent-სთვის გაეწია, მაგრამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავება ვერ შეძლო. უახლესი ნაბიჯი მიანიშნებს, რომ ვიდეო თამაშების კონკურენტული სექტორიდან ByteDance-მა უკან დაიხია.
BBC-ის ინფორმაციით, კომპანია შეინარჩუნებს თამაშებს, რომლებსაც ბევრი მოთამაშე ჰყავს. ასეთებია: Crystal of Atlan და Earth: Revival, ხოლო თამაშები, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოსულა, დაიხურება.
გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ასობით თანამშრომელზე.
ბაზრის კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიის Grand View Research-ის თანახმად, ვიდეო თამაშების გლობალური ბაზარი გასულ წელს $217 მილიარდით შეფასდა.
2012 წელს დაფუძნებულმა ByteDance-მა შექმნა აპლიკაცია TikTok, რომელსაც ყოველთვიურად დაახლოებით 1.1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.