![ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა](/uploads/news/ლარი.jpg)
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.15 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7128 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.08 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9705 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 29 ნოემბრის ჩათვლით იქნება.