LIVE

ხვალიდან გოძიაშვილის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - მერია

26 ნოე 202316:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 219
ხვალიდან გოძიაშვილის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - მერია

თბილისის მერიის ცნობით,  27 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე 23:00-07:00 საათებში, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მერიის განცხადებით, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდება მუხრან მაჭავარიანისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე.

„შეზღუდვის პერიოდში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები  ცალმხრივად იმოძრავებენ,  ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით.

ხოლო მ. მაჭავარიანის ქუჩიდან ვ. თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით, მ. მაჭავარიანის, ვ. თოფურიძის შესახვევისა და ვ. თოფურიძის ქუჩების გამოყენებით“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოები 4 ეტაპად წარიმართება. მე-2 და მე-3 ეტაპზე, რომლებიც 5 და 6 დეკემბერსაა დაგეგმილი, ასევე მე-4 ეტაპზე, რომელიც 10-დან 17 დეკემბრამდე გაგრძელდება, ვ. გოძიაშვილის ქუჩაზე შევიწროვდება საავტომობილო გზა, თუმცა ავტომობილების მოძრაობა გაგრძელდება და გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა, ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ ღამის საათებში იმოქმედებს.