LIVE

Squid Game-ის მონაწილეები დაზიანებებისთვის კომპენსაციას ითხოვენ

25 ნოე 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 271
Squid Game-ის მონაწილეები დაზიანებებისთვის კომპენსაციას ითხოვენ

Netflix-ის პოპულარული შოუს Squid Game-ის მონაწილეები კომპენსაციას ითხოვენ იმ დაზიანებებისთვის, რაც მათ, სავარაუდოდ, გადაღებების დროს მიიღეს. 

საადვოკატო კომპანია Express Solicitors, რომელიც ორი მონაწილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა "მიიღეს ისეთი დაზიანებები, როგორიცაა ჰიპოთერმია და ნერვის დაზიანება". მათივე თქმით, მონაწილეებს გადაღების დროს უწევდათ სიცივეში საათობით გაუნძრევლად ყოფილიყვნენ. 

შოუს პრესსპიკერი აცხადებს, რომ ისინი კონკურსანტების კეთილდღეობას სერიოზულობად ეკიდებიან.

საადვოკატო კომპანიამ სტუდიას უკვე მიმართა საჩივრით, რაც სამართლებრივი დავის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯია. 

შოუში მოთამაშეები $4,56 მილიონისთვის იბრძოდნენ. 

Squid Game არის Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. გამოსვლიდან პირველი 28 დღის განმავლობაში, მისი მაყურებლების რიცხვმა 111 მილიონს მიაღწია.