LIVE

მოფლინი, AI ცხოველი, რომელიც ადამიანის ქცევაზე ნამდვილივით რეაგირებს

25 ნოე 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
მოფლინი, AI ცხოველი, რომელიც ადამიანის ქცევაზე ნამდვილივით რეაგირებს

მოფლინი, ხელოვნური ინტელექტის მქონე შინაური ცხოველი, Smart Toy Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ხელის გულის ზომის სათამაშოს აქვს "ემოციური მოდელი", რაც საშუალებას აძლევს, რომ ადამიანის ქცევაზე მისი რეაქციები ნამდვილი ცხოველის მსგავსი იყოს. ასეთი ინტერაქციული თამაში ხელს უწყობს ბავშვსა და სათამაშოს შორის კავშირს და ბავშვს ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს. 

ხელოვნური ინტელექტის მქონე ცხოველია სათამაშო დათვი ჭკვიანი ტედიც. მას ისტორიების და სახალისო ფაქტების გადმოცემა შეუძლია და ბავშვს კარგი ჩვევების და სწავლისადმი სიყვარულის ჩამოყალიბებაში ეხმარება. მშობლებს შეუძლიათ სათამაშოს შინაარსი შვილის ინტერესებს მოარგონ და ის აპლიკაციის მეშვეობით მართონ. 

რობოტი კარბო კი ბავშვებს რობოტი მეგობრების დაპროგრამების უფლებას აძლევს, მათ კოდირების შესწავლასა და გარემოსთან ურთიერთობაში ეხმარება. 

Smart Toy Awards დაჯილდოება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და Dubai Future Foundation-ის მხარდაჭერით იმართება და მიზნად ისახავს ისეთი სათამაშოების პოპულარიზაციას, რომლებიც ერთდროულად სახალისო და უსაფრთხოა. რამდენადაც ასეთ სათამაშოებზე მოთხოვნა იზრდება, ფართოვდება ჭკვიანი სათამაშოების ბაზარიც. ამ ფონზე Smart Toy Awards მშობლებს სწორი სათამაშოების შერჩევაში ეხმარება.