
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 041 400 მგზავრს მოემსახურა, რაც 27.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის მე-3 კვარტალში მიიღო 1 002 500 მგზავრი (28%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 038 900 მგზავრი (26.7%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით).
2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141 000 მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის მე-3 კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.1% რეგულარულ ფრენებზე მოდის.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის მე-3 კვარტალში 8 100 შეადგინა, რაც 19.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4 800 ტონა შეადგინა. აქედან, 85.4% მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6% - გაგზავნილი.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28 400 ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9%-ით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5%-ით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 300 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.