
NFT პლატფორმის შემქმნელი კომპანიის Dapp Radar-ის ახალი კვლევის თანახმად, 2022 წლის პიკური მიღწევების შემდეგ, NFT ტრანზაქციების ღირებულება ყველაზე დაბალია.
2022 წლის დასაწყისიდან დღემდე ვაჭრობის მოცულობა 89%-ით დაეცა. უფრო ზუსტად კი NFT-ის ბაზარზე გაყიდვების ოდენობა 2022 წლის I კვარტლის $12,6 მილიარდიდან $1,39 მილიარდამდე შემცირდა.
გასულ თვეს Yuga Labs-მა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT-ის, Bored Ape-ის შემქმნელმა, ჭარბი მარაგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. Bored Ape NFT-ების ფასი 2022 წლის მაისის $268 000-დან $56 000-მდე დაეცა.
მიუხედავად დაღმავალი ტრენდისა, NFT-ს ზოგიერთი მფლობელი იმედებს არ კარგავს და მიიჩნევს, რომ ფასები ვარდნა ამ ბაზარზე სეზონურია ისე, როგორც კრიპტოვალუტის შემთხვევაში. თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ NFT-ის პიკური წარმატების ხანა დამთავრდა და აღარ განმეორდება.
NFT ციფრული ტოკენია, რომლის ყიდვა კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი. ის ხშირად დაკავშირებულია ფოტოებთან და ვიდეოსთან, თუმცა მისი ქონა არ ნიშნავს საავტორო უფლებების ფლობას. ნებისმიერ შეუძლია ონლაინ განთავსებული NFT-ის ხილვა და კოპირებაც კი, თუმცა მხოლოდ მყიდველს აქვს ტოკენის ოფიციალური მფლობელის სტატუსი.