LIVE

ბაიდენი Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

19 მარ 202116:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 589
ბაიდენი Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს
Andrey Rudakov/Bloomberg

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით სანქციებს განიხილავს Nord Stream 2-ის მშენებლობის დაბლოკვის მიზნით. პოტენციურად, სანქციები შეიძლება შეეხოს Nord Stream 2 AG-ს, რომელიც პროექტის დამფუძნებელი კომპანიაა.

გარდა ამისა, სანქციები, სავარაუდოდ, შეეხება სადაზღვევო და იმ კომპანიებს, რომლებიც მშენებლობას დამხმარე მასალებით ამარაგებენ. მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა სანქციები მხოლოდ Fortuna 1-ს დააკისრა, ბაიდენის ადმინისტრაციაზე ორპარტიული ზეწოლა გაიზარდა და კანონმდებლები სანქციების გაფართოებას ითხოვდნენ.

Nord Stream 2 AG-​​ის სპიკერმა პასუხად განაცხადა, რომ მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვება „ემსახურება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ევროპელ მომხმარებლებს“ და ევროკავშირის „ეკონომიკურ კონკურენციას“.

აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ მილსადენი კრემლს დამატებით ბერკეტებს გაუჩენს გერმანიისა და NATO-ს სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ. გაზსადენი ზრდის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას და უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ზარალს უკავშირდება, რადგან ბუნებრივი აირის ექპორტი მისი ტერიტორიის გვერდის ავლით განხორციელდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დენიელ ფლეტლი და ნიკ უადამსი