შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დარიცხული ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადი 17%-ით არის გაზრდილი.
დღეის მდგომარეობით, ქონების დეკლარაცია 366 706-მა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა, ხოლო დარიცხული თანხის საერთო ოდენობა 84 489 056 ლარს შეადგენს.
ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა 15 ნოემბერს იწურება. პირველ ნოემბერს დასრულდა თავად დეკლარაციის წარდგენის ვადა.
ცნობისთვის, საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება. ეს შეეხება ფიზიკური პირის ქონებაზე წლიურ გადასახადსაც.