LIVE

ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Grok-ი წარადგინა

06 ნოე 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 277
ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Grok-ი წარადგინა

ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, Grok-ი წარადგინა. მასკის განცხადებით, ChatGPT-ის კონკურენტი, ტესტირების შემდეგ ხელმისაწვდომი გახდება X-ის (ყოფილი Twitter) პრემიუმ გამომწერებისთვის.

Grok-ი, რომელიც მასკის ახალი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის, xAI-ს პროდუქტია, ბრიტანელი მწერლის იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნის - „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ ინსპირაციით შეიქმნა. კომპანიის თანამშრომლების თქმით, ჩატბოტის პასუხები დატვირთული იქნება სარკასტული იუმორით.

თავად მასკმა კი ახალი ჩატბოტი ასე დაახასიათა:

„X პლატფორმის გავლით Grok-ს ინფორმაციაზე წვდომა რეალურ დროში აქვს, რაც მას დიდი უპირატესობას ანიჭებს სხვა მოდელებთან შედარებით.

მას ასევე უყვარს სარკაზმი. წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეეძლო მისი ამ გზით წარმართვა“.

xAI-ის გუნდის განცხადებით, Grok-ი დაფუძნებულია Grok-1-ის ტექნოლოგიაზე, რომელიც ფართო ენობრივი მოდელია. ის ზოგიერთ კრიტერიუმში უსწრებს GPT-3.5-ს მოდელს, რომელიც ChatGPT-ის უფასო ვერსიისთვის გამოიყენება, თუმცა ჩამორჩება ChatGPT-ის ყველაზე მძლავრ მოდელს, GPT-4-ს.

სატესტო რეჟიმში Grok ხელმისაწვდომი გახდება აშშ-ს შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის. ჩატბოტის ვებსაიტი ადრეულ წვდომას უკვე სთავაზობს X-ის გამომწერებს. შემქმნელების თქმით, Grok-ს ახალი ფუნქციები შემდეგი თვიდან დაემატება.