ინდოეთის დედაქალ დელიში დაწყებითი სკოლები 10 ნოემბრამდე დაიხურა, რისი მიზეზიც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონეა. ამის შესახებ ინდოეთის განათლების მინისტრმა, ატიში მარლენამ პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა.
მინისტრის განმარტებით, 6-12 კლასამდე სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
შვეიცარიული ჯგუფის, IQAir-ის მიერ შედგენილ ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში დელი პირველ ადგილს იკავებს. ბოლო მონაცემებით, ქალაქის ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI) 471-ს შეადგენს, რითაც „საშიშ“ კატეგორიაში ხვდება.
აღსანიშნავია, რომ ინდექსის 0-50-მდე მაჩვენებელი ითვლება დამაკმაყოფილებლად, ხოლო 400-500-მდე დონე გავლენას ახდენს ჯანმრთელ ადამიანებზე და საშიშია დაავადებების მქონეთათვის.