LIVE

ბაფეტის Berkshire-ის ნაღდი ფულის მარაგმა $157 მილიარდს მიაღწია

05 ნოე 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
ბაფეტის Berkshire-ის ნაღდი ფულის მარაგმა $157 მილიარდს მიაღწია

უორენ ბაფეტის კონგლომერატის, Berkshire Hathaway-ის ნაღდი ფულის მარაგი მე-3 კვარტალში რეკორდულ $157 მილიარდამდე გაიზარდა. გასულ კვარტალში ეს მაჩვენებელი $147.4 მილიარდს შეადგენდა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მე-3 კვარტალში მისი საოპერაციო შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, 40%-ზე მეტით გაიზარდა და $10,8 მილიარდი შეადგინა.

ამასთან, Berkshire-ის წმინდა დანაკარგმა $12,8 მილიარდი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში, ეს მაჩვენებელი $2,8 მილიარდი იყო.

Berkshire-ის სადაზღვევო ბიზნესმა $2,4 მილიარდის შემოსავალი მიიღო. გასული წლის იმავე კვარტალში მას $1,1-მილიარდიანი  დანაკარგი ჰქონდა. სადაზღვევო ინვესტიციების შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, $1,4 მილიარდიდან $2,5 მილიარდამდე გაიზარდა.

უორენ ბაფეტის ქონება ამჟამად $118 მილიარდს შეადგენს და Bloomberg-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-7 ადგილს იკავებს.