LIVE

Tesla ყოველწლიურად 200 000 Cybertruck-ის წარმოებას გეგმავს

04 ნოე 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 295
Tesla ყოველწლიურად 200 000 Cybertruck-ის წარმოებას გეგმავს

Tesla ყოველწლიურად 200 000 ერთეული ელექტრო პიკაპის - Cybertruck-ის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა.

კომპანიამ წინა განცხადებაში აღნიშნა, რომ წლიურად 125 000 ავტომობილის წარმოების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მასკი განმარტავს, რომ 2025 წლისთვის 250 000-მდე გაზრდის პოტენციალიც არსებობს.

„ჩვენ წელიწადში დაახლოებით 200 000 ერთეულის წარმოებას ვგეგმავთ. შესაძლოა ცოტა მეტიც, მაგრამ მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ გარემოებას, რომ წარმოება იმაზე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პირველადი მოდელის შემთხვევაში იყო“,- თქვა მასკმა ფუტურისტულ Cybertruck-ზე.

მასკმა ამ თვის დასაწყისში გაკეთებულ ინტერვიუში ასეთი ტიპის ელექტრომობილის წარმოების ფინანსურ სირთულეებსაც გაუსვა ხაზი. მან დასძინა, რომ კომპანიას შეიძლება უდიდესი გამოწვევები შეექმნას წარმოების გაზრდისა და წმინდა მოგების მიღების მხრივ.

პიკაპი, რომლის გამოშვება თითქმის 4 წლის წინ დაანონსდა, გაყიდვაში 30 ნოემბრიდან ჩაეშვება.