LIVE

მთაწმინდა ₾5 314, საბურთალო ₾3 652, გლდანი ₾3 129 - თბილისში ბინები გაძვირდა

23 ოქტ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1918
მთაწმინდა ₾5 314, საბურთალო ₾3 652, გლდანი ₾3 129 - თბილისში ბინები გაძვირდა

2023 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი უძრავი ქონების ფასებმა 15.6%-ით მოიმატა.  

საქსტატის მონაცემებით, ივლისი-სექტემბრის პერიოდში, II კვარტალთან შედარებით, გაიზარდა როგორც საცხოვრებელი ბინების (5.2%), ისე კერძო სახლების (6.2%) ღირებულება. აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდამ წლიურ ჭრილში ბინებზე 15.7%, კერძო სახლებზე კი 13.4% შეადგინა.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ კვარტალურ ჭრილში ბინების 1 კვ.მ-ზე გასაყიდი ფასი ყველა უბანში გაიზარდა. თბილისის უბნების მიხედვით ბინების ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მთაწმინდა - 5 314 ლარი;
  • ვაკე - 4 756 ლარი;
  • საბურთალო - 3 652 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 518 ლარი;
  • კრწანისი - 3 427 ლარი;
  • დიდუბე - 3 287 ლარი;
  • ნაძალადევი - 3 201 ლარი;
  • გლდანი - 3 129 ლარი;
  • ისანი - 3 119 ლარი;
  • სამგორი - 2 892 ლარი.

კერძო სახლების შემთხვევაში, III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, მცირედით იკლო ფასებმა ვაკისა და კრწანისის რაიონებში, თუმცა სხვა უბნებში კერძო სახლის 1 კვ.მ-ს ღირებულება გაიზარდა.

  • მთაწმინდა - 4 049 ლარი; 
  • ვაკე - 3 511 ლარი;
  • საბურთალო - 2 890 ლარი;
  • დიდუბე - 2 868 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 656 ლარი;
  • ისანი -  2 509 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 268 ლარი;
  • კრწანისი - 2 265 ლარი;
  • სამგორი - 2 219 ლარი;
  • გლდანი - 2 192 ლარი.

აღსანიშნავია, რომ RPPI მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს თბილისის ტერიტორიაზე.