LIVE

საფრანგეთის რვა აეროპორტში განგაში გამოცხადდა

18 ოქტ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
საფრანგეთის რვა აეროპორტში განგაში გამოცხადდა

უსაფრთხოების გამო, საფრანგეთის რვა აეროპორტში განგაში, მათგან რამდენიმეში კი ევაკუაცია გამოცხადდასაუბარია ტულუზას, ბიარიცის და პოს, ნიცას, ლიონის, ლილის, რენის და ნანტის აეროპორტებზე.  

აეროპორტებთან ერთად, გასული 5 დღის განმავლობაში უკვე მესამედ გამოცხადდა ევაკუაცია ვერსალის სასახლეში.

უსაფრთხოების ზომები საფრანგეთის მასშტაბით გაძლიერებულია. სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებები მას შემდეგ ვრცელდება, რაც 13 ოქტომბერს 20 წლის ჩეჩენმა მამაკაცმა დანით დაჭრა ფრანგული ენის მასწავლებელი, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო გარდაიცვალა. თავდასხმის დროს ის ალაჰის სადიდებელ ფრაზას ყვიროდა.