ჯეფ ბეზოსი პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში ის ერთი ადგილით დაწინაურდა და მისი ქონება ახლა $156.3 მილიარდს შეადგენს.
ბეზოსის პოზიციის ცვლილება მეორე ადგილზე მყოფი ბერნარ არნოს აქციების ვარდნამ გამოიწვია. ფუფუნების ბრენდ LVMH-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, $155.1-მილიარდიანი ქონებით, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მისი ქონება თითქმის ერთი კვირის განმავლობაში $6.8 მილიარდით შემცირდა.
არნოს მფლობელობაში მყოფი LVMH-ის აქციების ვარდნა ასახავს შემცირებულ გაყიდვებს, რაც თავის მხრივ, ინფლაციის გამო, მიმდინარე წელს აშშ-ში შემცირებულ მოთხოვნას და ჩინეთში ეკონომიკის აღდგენის არასტაბილურ დინამიკას უკავშირდება. LVMH-ის აქციები წელს 1.9%-ით გაუფასურდა.
ამის საპირისპიროდ, მიმდინარე წელი პოზიტიური აღმოჩნდა ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკისთვის, რომლებმაც ტექნოლოგიურ სფეროში აქციების გაძვირებით ისარგებლეს. Tesla-ს აქციების 106%-იანი და Amazon-ის აქციების 58%-იანი ზრდის შემდეგ, მასკის ქონება წელს $96.8-ით, ხოლო ბეზოსის $49.3-ით გაიზარდა.
ამჟამად მილიარდერების სიაში პირველ ადგილს $234 მილიარდით ილონ მასკი იკავებს. რეიტინგში ერთადერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც $6.05 მილიარდით 393 ადგილზეა.