უსაფრთხოების გამო, პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი დამთვალიერებლებსა და თანამშრომლებს დაატოვებინეს.
პრესსპიკერის განცხადებით, ლუვრმა მიიღო წერილობითი შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ მუზეუმს და მის მნახველებს საფრთხე ემუქრება.
პარიზის პოლიცია აცხადებს, რომ შენობაში შემოწმება მიმდინარეობს.
ლუვრის ადმინისტრაციის თანახმად, ვიზიტორებს, რომლებმაც დღისთვის ბილეთი შეძენილი ჰქონდათ, თანხა აუნაზღაურდებათ. მუზეუმი დღეში 30,000-დან 40,000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს.