LIVE

Google-მა, Amazon-მა და Cloudflare-მა ყველაზე დიდი კიბერშეტევა განიცადეს

13 ოქტ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
Google-მა, Amazon-მა და Cloudflare-მა ყველაზე დიდი კიბერშეტევა განიცადეს

მსხვილმა ინტერნეტ კომპანიებმა აქამდე არსებული ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა განიცადეს, რომლის დროსაც თავდამსხმელები ცდილობდნენ, სერვისი მიუწვდომელი მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გამხდარიყო.

Google-ს განცხადებით, თავდასხმის მასშტაბი 7-ჯერ აღემატებოდა გასულ წლის რეკორდულ შეტევას. ინტერნეტ დაცვის კომპანია Cloudflare-მაც დაადასტურა შეტევის მასშტაბურობა, Amazon-ის თქმით კი თავდასხმა ახალი ტიპის სისტემებით მოხდა. სამივე კომპანია აცხადებს, რომ კიბერშეტევა აგვისტოს ბოლოს დაიწყო, Google-ის თქმით კი დღემდე გრძელდება.

სერვისის უარყოფა (DoS) არის ქსელზე თავდასხმის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც სამიზნე სერვერის გადატვირთვას ყალბი მოთხოვნების გაგზავნით ახერხებს. შედეგად, ფერხდება რეალური მომხმარებლების მოთხოვნების მიღება და შესაბამისად, ვებსაიტის გამართული მუშაობა.

ონლაინ სამყაროს განვითარებასთან ერთად, სერვერის უარყოფის საშიშროებაც იზრდება. თავდასხმის დროს წამში მილიონობით ყალბი მოთხოვნის გენერირებაა შესაძლებელი. Google-ის, Cloudflare-ისა და Amazon-ის მიერ დაფიქსირებული ბოლო შეტევის დროს წამში ასობით მილიონი ყალბი მოთხოვნა დაფიქსირდა.

Google-მა აღნიშნა, რომ მასშტაბების აღსაქმელად, ასეთი თავდასხმის დროს 2 წუთში წარმოქმნილი ყალბი ბრძანებები უფრო მეტია, ვიდრე Wikipedia-ზე სტატიების ნახვის ჯამური რაოდენობა მთელი სექტემბრის განმავლობაში. ვერცერთი კომპანია თავდასხმაზე პასუხისმგებლებს ვერ ასახელებს, რადგან ამის დადგენა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წინა შემთხვევებში.

დაზარალებული კომპანიები მოუწოდებენ სხვა ვებსაიტებს გააძლიერონ თავიანთი თავდაცვის სისტემები. მათი თქმით, ინტერნეტი შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, იზრდება უსაფრთხოების მასშტაბები, რამაც შეიძლება რთულად აღმოსაფხვრელი ფართომასშტაბიანი რყევები გამოიწვიოს.