LIVE

2023 წელს საქართველოში მოპოვებული ნავთობის მოცულობა 207%-ით გაიზარდა - ლევან დავითაშვილი

04 ოქტ 202317:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 347
2023 წელს საქართველოში მოპოვებული ნავთობის მოცულობა 207%-ით გაიზარდა - ლევან დავითაშვილი

2023 წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში მოპოვებული ნავთობის მოცულობა 207%-ით, ხოლო გაზის - 111%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის სავარაუდოა პროდუქციის სახელმწიფო წილის მატება 150%-ის ოდენობით.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ დღეისთვის ნავთობისა და გაზის როგორც აქტიური მოპოვება, ასევე კვლევები და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: მათ შორის, სამგორი-პატარძეულის, თელეთის, რუსთავის, კრწანისის, ჭალადიდის, ნორიო-მარტყოფის და შავი ზღვის საბადოებზე. 

"ასევე აქტუალურია ნახშირწყალბადების ალტერნატიული ნედლეულის მოპოვებისა და გამოყენების საკითხები. განსაკუთრებული ინტერესის სფეროა გეოთერმული რესურსების და ნატურალური წყალბადის მოპოვება-გამოყენება. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ეს მიმართულებები არ არის სათანადოდ შესწავლილი და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

ამ ეტაპზე შემუშავებულია ცვლილებების პროექტი ნავთობისა და გაზის შესახებ კანონში, რომლის თანახმად, ნავთობისა და გაზის რესურსების სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელს მიენიჭება ნავთობსა და გაზთან ასოცირებული თბური ენერგიის გამოყენების უფლება. დაინტერესების შემთხვევაში კი ბუნებრივი წყალბადის მოპოვების უფლებას ნავთობისა და გაზის მიტოვებული ლიკვიდრებული ჭაბურღილებიდან", - თქვა დავითაშვილმა. 

მინისტრის თქმით, ნახშირწყალბადებთან ასოცირებული გეოთერმული ენერგიებისა და ბუნერბივი წყალბადის მოპოვება-გამოყენებისთვის დამატებითი ლიცენზია საჭირო არ იქნება და ეს ამ მიმართულებებს წაახალისებს.