LIVE

მოლდოვა "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

02 ოქტ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
მოლდოვა "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის, განცხადებით, მოლდოვა რუსული "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის.

მისივე თქმით, "გაზპრომის" გაზით აღარ მომარაგდება მხოლოდ კიშინიოვის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია; თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა გაზს კვლავ "გაზპრომისგან" მიიღებს.

მოლდოვამ 2022 წლის დეკემბერში შეწყვიტა "გაზპრომისგან" გაზის ყიდვა, თუმცა არ იყო ცნობილი, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასე. პარლიკოვმა თქვა, რომ კიშინიოვმა მოიძია ევროპელი მიმწოდებლები, რომლებიც გაზს უკეთეს ფასად ყიდიან, ვიდრე "გაზპრომი." მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოლდოვამ, როგორც ევროპის ერთ-ერთმა ღარიბმა ქვეყანამ, მოახერხა და რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ არის.

მიუხედავად ამისა, მოლდოვა კვლავ ყიდულობს ელექტროენერგიას დნესტრისპირეთის ელექტროსადგურისგან, რომელიც "გაზპრომის" გაზით მარაგდება.