LIVE

საერთაშორისო გადაზიდვები 15%-ით გაძვირდა - Kairos Logistics

07 ოქტ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 288
საერთაშორისო გადაზიდვები 15%-ით გაძვირდა - Kairos Logistics

საერთაშორისო გადაზიდვები გაძვირდა. როგორც ლოგისტიკური კომპანია "კაიროს ლოგისტიქსის" (Kairos Logistics) თანადამფუძნებელმა, მიხეილ ნამადოვმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარისას აღნიშნა, ბოლო ორ კვირაში გადაზიდვებზე ტარიფები 15%-ით არის გაზრდილი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიზეზი გაძვირებული საწვავია. მიხეილ ნამადოვის თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფასების კლებას სექტორი უახლოეს პერიოდში არ ელის და არსებობს მოლოდინი, რომ საწვავის ზრდის პარალელურად, გადაზიდვების საფასური კიდევ უფრო გაიზრდება.

"ვინაიდან საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, საწვავის გაძვირებული ლოგისტიკურ ხარჯებსაც შეეხო. მაგალითად, თურქეთ-საქართველოს შემთხვევაში, თუ გადაზიდვის საშუალო ღირებულება 2300 დოლარს შეადგენდა ახლა ეს თანხა 2700 დოლარია. ღირებულება გაზრდილია ევროპიდან იმპორტის შემთხვევაშიც. მაგალითისთვის იტალია-საქართველოს მარშრუტი 5000 დოლარის ნაცვლად ახლა 5700 დოლარს შეადგენს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სექტორი უახლოეს პერიოდში ფასების კლებას არ ელოდება",- განაცხადა მიხეილ ნამადოვმა

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოშიც, საწვავის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით აკრძალა. დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი ევრო რეგულარის ღირებულება, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ, 2 ლარი და 88 თეთრია.