LIVE

ბულგარეთი რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს

02 ოქტ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 347
ბულგარეთი რუსულნომრიანი მანქანების შესვლას კრძალავს

რუსულნომრიანი მანქანების ქვეყანაში შესვლას ბულგარეთიც კრძალავს. გადაწყვეტილება ძალაში დღის ბოლოსთვის შევა. 

აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა: "დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოსთვის (2 ოქტომბერი), რუსული მანქანების შემოსვლის აკრძალვა ძალაში შევა. მინდა აღვნიშნო, რომ რუსულნომრიანი სატვირთოების შემოსვლა უკვე რამდენიმე თვეა აკრძალული,"- აღნიშნა ზლატანოვმა. მისივე თქმით, აკრძალვა ეხება ნებისმიერ მანქანასა თუ პროდუქტს, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. მას არ დაუსახელებია, თუ კონკრეტულად რამდენი რუსულნომრიანი მანქანა შედის ყოველთვიურად ქვეყანაში, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი ბევრია. 

რუსულნომრიანი ავტომობილების ქვეყანაში შესვლა უკვე აკრძალეს ნორვეგიამ, პოლონეთმა, ფინეთმა და ბალტიის ქვეყნებმა: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.