LIVE

ნავთობი კვლავ გაძვირდა - ბარელის ფასი $92-ს აჭარბებს

02 ოქტ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 466
ნავთობი კვლავ გაძვირდა - ბარელის ფასი $92-ს აჭარბებს

ორშაბათს ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, გასული კვირის ბოლოს 90 ცენტით შემცირების შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 0,3%-ით ანუ 25 ცენტით მოიმატა და ბარელზე $92,45 შეადგინა. West Texas Intermediate (WTI)-ის ფასიც მცირედით, 29 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $91,08 გახდა.

მესამე კვარტალში ორივე ტიპის ნავთობისთვის საორიენტაციო მაჩვენებელი თითქმის 30%-ით გაიზარდა, რაც მეოთხე კვარტალში ნავთობის მიწოდების შემცირების მოლოდინს უკავშირდება. ეს, თავის მხრივ, გამომდინარეობს საუდის არაბეთისა და რუსეთის გადაწყვეტილებიდან, შეამციროს ნავთობის მიწოდება წლის ბოლომდე.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, რუსეთი ან OPEC+, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავთობის მოპოვების პოლიტიკას შეცვლიან.