LIVE
EU

EU ნახშირორჟანგის გამოყოფაზე იმპორტიორებისთვის ტარიფებს აწესებს

01 ოქტ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
EU ნახშირორჟანგის გამოყოფაზე იმპორტიორებისთვის ტარიფებს აწესებს

იმპორტირებულ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაც გარემოში გამონაბოლქვის გამოყოფას ითვალისწინებს, ევროკავშირი მალე დამატებით ტარიფებს აწესებს. დღეს "ნახშირბადის საზღვარზე რეგულირების მექანიზმის" (CBAM) პირველი ფაზა დაიწყო. 

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარის, პაოლო ჯენტილონის, განცხადებით, მიზანი ეკოლოგიურად სუფთა, "მწვანე" წარმოებაზე გადასვლაა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან სრულ შესაბამისობაშია და მისი მიზანი არა ვაჭრობის შეზღუდვა, არამედ კლიმატის სფეროში ევროკავშირის მიზნების მიღწევაა. 

2026 წლიდან  იმპორტიორები, რომელთაც ევროკავშირში შეაქვთ რკინა, ფოლადი, ალუმინი, ცემენტი და სხვა პროდუქტები, დამატებით გადასახადს გადაიხდიან გარემოში ნახშირორჟანგის ემისიის გამო.