
ჯერ კიდევ ტინეიჯეობის დროს, ჯონ და პატრიკ კოლისონებმა, პირველი კომპანია 5 მილიონ დოლარად გაყიდეს. 10 წლის შემდეგ, მათი მიერ დაფუძნებული მეორე ბიზნესი ახლა 95 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპია აშშ-ში.
Stripe Inc. ყიდის ონლაინ გადახდების პროგრამულ უზრუნველყოფას. ამ პროდუქტზე მოთხოვნამ მკვეთრად იმატა პანდემიის პერიოდში. კომპანიის ბოლო შეფასება მოწმობს, რომ 30 წლის ჯონს და 32 წლის პატრიკს, თითოეულს 11.5 მილიარდი დოლარის ქონება აქვთ. შესაბამისად, ძმები Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში გამორჩეულ ადგილს იკავებენ უმდიდრეს self made ახალგაზრდებს შორის.
მიმდინარე მონაცემებით სტარტაპის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ელონ მასკის SpaceX და Instacart-ის. მისი საბაზრო ღირებულება აგრეთვე მეტია, ვიდრე კონკურენტი კომპანიების, როგორებიცაა: Adyen NV, Global Payments Inc. და Fiserv Inc.
ირლანდიელმა ძმებმა Stripe 2010 წელს დააფუძნეს. ბოლო აუდიტამდე, მათი ქონება 4.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში 35 წლამდე ასაკით მათ გარდა მხოლოდ Snap-ის დამფუძნებლები, ევან შპიგელი და ბობი მერფი ხვდებიან, ასევე ჩინელი ვანგ ნინგი. მემკვიდრეობით მიღებული მილიარდებით კი ბრიტანელი არისტოკრატი ჰიუ გროსვენორი და Walmart-ის ლუკას უოლტონი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბენჯამის სტაპელზი და ქეითი რუფი